ვინ დაიცავს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს - კობაური დღეს ახალ ადვოკატს შეხვდება

ვინ დაიცავს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს - კობაური დღეს ახალ ადვოკატს შეხვდება

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს საზოგადოებრივი ადვოკატი შეხვდება. ადვოკატ ალუდა ბუჩუკურს საქმის მასალები გუშინ გადაეცა. სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

ალუდა ბუჩუკური სამხარაულის ექსპერტიზის სკანდალური დასკვნის გასაჯაროების შემდეგ პირველად ხვდება მალხაზ კობაურს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს