დანახშირებული სახლები, გარდაცვლილები და დაშავებულები - ფოტოები საბერძნეთიდან

დანახშირებული სახლები, გარდაცვლილები და დაშავებულები - ფოტოები საბერძნეთიდან

ათენთან ახლოს, ატიკას რეგიონში ტყეში გაჩენილმა ხანძრებმა 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, სოფელ მატიში, ზღვიდან 15 მეტრის დაშორებით 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. როგორც ჩანს, ისინი ცდილობდნენ, ცეცხლისთვის ზღვაში შეესწროთ, თუმცა ვერ მოახერხეს.

მეხანძრე-მაშველები დაკარგულებს ეძებენ. სანაპიროდან ხალხის ევაკუაცია ნავებითა და ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, კვლავ ეძებენ 10 ტურისტს, რომლებიც ხანძრისგან თავის დასაღწევად ნავით ზღვაში შევიდნენ. სამაშველო ოპერაციებს პირადად უწევს კოორდინირებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებენ, რაც კი შესაძლებელია“.

100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 16 ბავშვია.

საბერძნეთმა დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა. ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ოპერაციაში უკვე ჩაერთო იტალია, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი. მათ საბერძნეთში გაგზავნეს მეხანძრეები, თვითმფრინავები და სხვა საჭირო ტრანსპორტი.

მატის მცხოვრებლები და ტურისტები თავს ახლა ზღვას აფარებენ. ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, რომ წყლისკენ გარბოდნენ და უკნიდან ცეცხლი მისდევდათ, ბევრ მათგანს ზურგიც დაეწვა, თუმცა თავის გადარჩენა მოახერხეს და ცეცხლს ზღვაში შეასწრეს. შეშინებული მოსახლეობა წყალს არ შორდება და ევაკუაციას ელოდება.

ცეცხლი სულ უფრო უკონტროლო ხდება, მოსახლეობა ცდილობს, სტიქიის ზონას მანქანებით დააღწიოს თავი, თუმცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც დამწვარი მანქანები ჩანს, ხალხის ნაწილი ხანძრის ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე