"სიკვდილის წინ ერთმანეთს ჩაეხუტნენ..." - საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა

"სიკვდილის წინ ერთმანეთს ჩაეხუტნენ..." - საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა

საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყეში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბიბისის“ ინფორმაციით, ძლიერდება ქარიც, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. ყველაზე მეტად სოფელი მატი დაზარალდა, დამწვარია სახლები, მანქანები.

მაშველებმა 26 ზრდასრულისა და ბავშვების ცხედრები იპოვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, გარდაცვალების დროს ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ცეცხლმა ისინი ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იმსხვერპლა.

„მშობლებმა შვილებთან ერთად სცადეს გაქცეულიყვნენ, თუმცა გადარჩენა ვერ მოასწრეს. როდესაც მიხვდნენ, რომ დასასრული ახლოვდებოდა, ინსტიქტურად ჩაეხუტნენ ერთმანეთს,“ - ამბობს საბერძნეთის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი ნიკოს ეკონომოპულოსი.

დაკარგულების შესახებ სამაშველო სამსახურში უამრავი ზარი შევიდა.

მატი რაფინას რეგიონში მდებარეობს. კურორტი პოპულარულია ადგილობრივ ტურისტებს შორის. ბანაკებში, უმეტესად, პენსიონერები და ბავშვები ისვენებენ.

სტიქიას ასობით მეხანძრე ებრძვის. ოპერაციაში სხვა ქვეყნების მაშველები და ტექნიკაც ჩაერთო.

პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

„რაც აღმოსავლეთ ატიკაში ხდება, სრული ჯოჯოხეთია. ჩავუარე ასობით დამწვარ მანქანას და სახლს, მივაღწიე ეზომდე, სადაც პოლიციის ინფორმაციით, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

ვხედავდი, როგორ იწვნენ მიცვალებულები, მათ ბოლი ფარავდათ, ჰაერში ტოქსიკური ნამწვის სუნი იდგა. გარდაცვლილთა უმეტესობა ტურისტი იყო.

მოგვიანებით პოლიციამ მიახლოება ყველას აუკრძალა, მაშველების გარდა,“ - წერს „ბიბისისთვის“ კოსტას კოუკუმაკასი მატიდან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე