"ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე..." - რატომ დაინგრა ცისანა სეფიაშვილის 16-წლიანი ქორწინება

"ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე..." - რატომ დაინგრა ცისანა სეფიაშვილის 16-წლიანი ქორწინება

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ქმარს, სოსო ზაქარეიშვილს გაშორდა. 16-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში წყვილს სამი შვილი ეყოლა, მათი ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტოებიც ხშირად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში.

თუმცა, დღეს ცისანა ამბობს, რომ მისი მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, მაგრამ არაფერს ნანობს, მომავალს იმედიანად უყურებს და ოთხ შვილთან - 23 წლის გიორგისთან, 15 წლის კატოსთან, 13 წლის ლევანთან და 4 წლის ნინკასთან ერთად აქტიურ ცხოვრებას აპირებს.

მომღერალმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ჩემი მრავალი წლის ნაფერები და მოსიყვარულე ოჯახი დაინგრა. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. შერიგების შანსი არ არის! ჩვენს ოჯახს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.

- როდესაც პირველი ოჯახი დაგენგრათ, მოსკოვიდან თბილისში ჩამოხვედით და დეპრესია სიმღერით დაძლიეთ. ახლა როგორ უმკლავდებით ამ რთულ პერიოდს?

- ზოგადად ძალიან მტკივნეულია, როდესაც მთელი შენი წარმოდგენა მარადიულ სიყვარულზე იმსხვრევა… ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ძლიერად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, სისუსტე გამოვავლინო. როცა პირველი ოჯახი დამენგრა, მყავდა ერთი შვილი და ახლა ოთხი შვილის დედა ვარ. მათ ძლიერი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათ. არც ერთ შვილს უნდა, ნახოს მოწყენილი, ცრემლიანი და დეპრესიული დედა. ვცდილობ, ბავშვებთან სულ ხალისიანი ვიყო. თუ როგორი ვარ, როცა მარტო ვრჩები, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა.

...ჩემი ოჯახის საქმე არასდროს გამიტანია გარეთ, არც საზოგადოებაში და არც პრესის ფურცლებზე. ვერავინ მათქმევინებს ჩემი შვილების მამებზე ცუდს. ...დღეს ბევრ რამეს ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. არასდროს არავინ ნახავს მოწყენილ, დეპრესიულ ცისანას.

- ცისანა ძალიან გულნატკენია?

- თქვენ გგონიათ რომ ოჯახი ისე უბრალოდ ინგრევა? არა მგონია, ვინმე ბედნიერი იყოს, როცა 16-წლიანი ოჯახი დაენგრევა. ეს ფაქტი ყველა ვარიანტში მძიმე დარტყმაა.

ავთო ჩიტიძე, ჟურნალი "სარკე"

მთავარი ფოტო: City Magazine

ბრუის უილისი კარანტინში ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან, 5 შვილთან და შვილების ბოიფრენდებთან ერთადაა - "მათთან წარმოუდგენელი მხიარულებაა“

თიკა ფაცაციას ახალი იმიჯი - "ქართველ ქალებს ვუსურვებ, შენსავით მოვლილები იყვნენ"

როგორ გამოიყურება ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე - მეცო-სოპრანოს ფოტოები კარანტინიდან