ავტორი:

როგორ გამოიყურება ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე - მეცო-სოპრანოს ფოტოები კარანტინიდან

როგორ გამოიყურება ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე - მეცო-სოპრანოს ფოტოები კარანტინიდან

მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს დაოჯახების შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. მისი რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია. ნინო სურგულაძე 42 წლის ასაკში ტყუპს ელოდება და სამწუხაროდ, ორსულობის ბოლო თვეების გატარება იზოლაციაში მოუწია, თუმცა ამას მის განწყობაზე ძალიან არ უმოქმედია.

ნინო და გიორგი დროს მეცო-სოპრანოს სახლში ატარებენ. როგორც ვარსკვლავმა ტელეკომპანია "მთავარის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა, იმისთვის, რომ სეირნობა შეძლებოდა, დიდ დროს ატარებდა საკუთარ 12 მეტრიან ვერანდაზე.

სახლი, რომელიც წლების წინ ააშენა და სადაც დიდხანს არ უცხოვრია, პანდემიის დროს მისთვის საყვარელ ადგილად იქცა. ნინოს უჭირს სცენის და აქტიურობის გარეშე, მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი პერიოდი უდგას.

მეცო-სოპრანო უკვე მერვე თვეშია და მალე ორი შვილი დედა გახდება. ის ბავშვების სქესს ჯერჯერობით არ ამხელს, გულშემატკივრებს კი მადლობას უხდის იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელიც მისი მისამართით ამ ბედნიერი ამბავის გაგების შემდეგ არ დაიშურეს.

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“