მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით ტაქსაობა აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით ტაქსაობა აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი (საბარგულის ჩათვლით 3-კარიანი) ავტომობილებით ტაქსაობა აიკრძალება. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, შემუშავდება ერთი ფერი და ქალაქში, მხოლოდ ამ ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მუმლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიდმინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში უკვე გახდება ცნობილი თუ რა ფერზე გაკეთდება აქცენტი.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ასეთი ავტომობილებით ტაქსაობა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალება. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო