ტრაგიკული "თაფლობისთვე" - საბერძნეთში ხანძარს ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც მატიზე ახალშერთულ ცოლთან ერთად ისვენებდა

ტრაგიკული "თაფლობისთვე" - საბერძნეთში ხანძარს ემსხვერპლა მამაკაცი, რომელიც მატიზე ახალშერთულ ცოლთან ერთად ისვენებდა

ტრაგიკული აღმოჩნდა საბერძნეთის მასშტაბური ხანძარი ახლადდაქორწინებული ირლანდიელი წყვილისთვის, რომელიც საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა - ხანძრის დროს სიძე დაიღუპა. ირლანდიის ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საბერძნეთში ირლანდიის საელჩოს წარმომადგენელმა.

ბრაიან ო კალაჰან-ვესტროპი და ზო ჰოლოჰანი საბერძნეთის საკურორტო დასახლება მატიზე ისვენებდნენ. წყვილმა გასულ კვირას იქორწინა და მალევე გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად საბერძნეთის ცნობილ ტურისტულ ცენტრში. თუმცა, ძლიერი ხანძრის დროს ერთმანეთი დაკარგეს.

როგორც ცნობილი გახდა, წყვილი მანქანით მოგზაურობდა ხანძრის ზონაში, როცა ცეცხლი გაძლიერდა იძულებულები გახდნენ, გაქცეულიყვნენ. უცნობია, როგორ დაკარგა წყვილმა ერთმანეთი ძლიერ კვამლში, თუმცა ქალმა მოახერხა პლაჟამდე ჩაეღწია, საიდანაც ის შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გარდაცვლილის მეუღლე ზო ჰოლოჰანი ხელებზე და თავზე ძლიერი დამწვრობით ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება და მას ოპერაციას გაუკეთებენ.

ბრაიანი მოხალისედ მუშაობდა დუბლინში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ქალაქის საავადმყოფოებს უწევს სატრანსპორტო მომსახურებას.

ტყის მასშტაბურ ხანძრებს საბერძნეთში 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე