შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა

შვედი სტუდენტი გოგონა, რომელმაც ავღანელი მამაკაცი "ჯოჯოხეთში" დეპორტაციას გადაარჩინა

ელინ ერსონი 21 წლისაა, სოციალური მუშაკია და 50 წლის მამაკაცი შვედეთიდან "ჯოჯოხეთში" დეპორტირებისგან გადაარჩინა.

"იმედი მაქვს, რომ ადამიანები დაიწყებენ კითხვების დასმას, თუ როგორ ექცევა მათი ქვეყანა ლტოლვილებს", - განაცხადა ელინ ერსონმა Guardian-თან საუბრისას, - "ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ ადამიანების დანახვა, რომელთა ცხოვრება ჩვენმა საიმიგრაციო პოლიტიკამ გაანადგურა".

გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ელინ ერსონმა ორშაბათ დილით თურქეთში გასაფრენად ბილეთები შეიძინა, მას შემდეგ, რაც მან და კიდევ ერთმა აქტივისტმა შეიტყვეს, რომ ამ თვითმფრინავით ახალგაზრდა ავღანელი მამაკაცის დეპორტირებას განახორციელებდნენ. ის ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთის ორშაბათი დილის რეისზე არ აღმოჩნდა, თუმცა თვითმფრინავში ასულმა ელინმა სხვა 50 წლის ავღანელი მამაკაცი აღმოაჩინა, რომელსაც ასევე თავის სამშობლოში ადეპორტებდნენ.

თვითმფრინავში ასვლისთანავე ერსონმა პირდაპირი ეთერი ჩართო და განაცხადა, რომ იქამდე არ დაიკავებდა თავის ადგილს, სანამ ავღანელ მამაკაცს თვითმფრინავიდან არ ჩაუშვებდნენ. ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და უკვე სამშაბათისთვის მას 4 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, რომლის პროტესტმაც დანარჩენი მგზავრების მხრიდან როგორც თანაგრძნობა, ასევე მტრული დამოკიდებულებაც დაიმსახურა, ძალიან უჭირს გულგრილობის შენარჩუნება, - "მე არ მსურს, რომ ადამიანი გამოეთხოვოს თავის სიცოცხლეს მხოლოდ იმის გამო, რომ რეისის გაცდენა არ გსურთ", - მიმართა მან მგზავრებს, - "იქამდე არ დავჯდები, სანამ ეს მამაკაცი თვითმფრინავს არ დატოვებს".

ბორტგამცილებლის მრავლობით თხოვნაზე, შეეწყვიტა გადაღება, ერსონმა უპასუხა, რომ ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

"იქამდე სანამ მგზავრი ფეხზე დგას პილოტს აფრენა არ შეუძლია. ერთადერთი რაც მსურს, რომ ამ ადამიანის დეპორტაცია შევაჩერო, ამის შემდეგ თქვენს ნებისმიერ წესს დავემორჩილები. ეს ყველაფერი იდეალურად ლეგალურია და დანაშაულს არ ჩავდივარ", - განმარტა თავისი პოზიცია ელინ ერსონმა და პროტესტის თავისი ფორმის ერთგული დარჩა, გაბრაზებულ მგზავრს, კი რომელიც ინგლისელი აღმოჩნდა და რომელსაც აქტივისტისთვის ტელეფონის წართმევა სურდა, ერსონმა კითხვით მიმართა: "რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლე თუ შენი დრო? მე მინდა, რომ ის თვითმფრინავიდან ჩავიდეს, რადგან ის ავღანეთში უსაფრთხოდ არ იქნება. მე ჩემს ქვეყანაში არსებული იმ წესების შეცვლას ვცდილობ, რომლებიც ძალიან არ მომწონს. სწორი არ არის ადამიანები ჯოჯოხეთში გაგზავნო". განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე