"წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ მოახდენს"

"წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ მოახდენს"

მიმდინარე წელს სახელმწიფო რთველს აღარ დაასუბსიდირებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. “მალე დაიწყება რთველი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვიწყებთ რთველს და არის გაუმჯობესება ამ მიმართულებით. სახელმწიფო მთლიანად გამოდის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების რეჟიმიდან. ჩვენ შარშან ფაქტიურად სუბსიდია აღარ გვქონდა, თუმცა გვქონდა გარკვეული კომპენსაციები სპირტის წამოებისთვის. ახლა შევაფასებთ და ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროებაც აღარ არის. თუმცა სამუშაო ჯგუფი იარსებებს ისე, როგორც წინა წლებში. ეს ხარისხის კონტროლის და აღრიცხვიანობის კუთხით კარგი მიღწევაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სექტორში შექმნილია ძალიან პოზიტიური დინამიკა და ახლა მისი განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ინტერვენცია აღარ განხორციელდეს. “სუფთა საბაზრო ეკონომიკის პირობებში განისაზღვრება როგორც ფასი, ასევე მიწოდების პრინციპები და სახელმწიფოს ჩართულობა ზედმეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო შეიძლება დარგს დაეხმაროს პოპულარიზაციის ღონისძიებების დაფინანსებით და ამ მიმართულებით დაფინანსება შეიძლება კიდეც გაიზარდოს.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო