თურქეთი ტრამპის მუქარას პასუხობს - ვერავინ გვიბრძანებს, როგორ მოვიქცეთ, არასოდეს მოვითმენთ მუქარას

თურქეთი ტრამპის მუქარას პასუხობს - ვერავინ გვიბრძანებს, როგორ მოვიქცეთ, არასოდეს მოვითმენთ მუქარას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არავისი მუქარის მოთმენას არ აპირებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა თურქეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუ ოფიციალური ანკარა პატიმრობიდან ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს.

„თურქეთს ვერავინ უბრძანებს როგორ მოიქცეს. ჩვენ არასოდეს მოვითმენთ მუქარას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე“, - დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთს მნიშვნელოვან სანქციებს დაუწესებს ამერიკელი პასტორის დაპატიმრების გამო და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

„პრეზიდენტი ელოდება თუ როდის დაბრუნდება პასტორი ბრანსონი ამერიკაში. თუ ეს არ მოხდება, თურქული მხარე სანქციების დაწესებას უნდა ელოდოს“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. თურქეთის პროკურატურა მისთვის 35 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე