"ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია და სამსახური"

"ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია და სამსახური"

თბილისის საკრებულოში რამდენიმე კომისიის სხდომაზე თბილისში ტაქსების რეგულაციის წესი განიხილეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს. საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკითხი განსახილველად თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გამოიტანა.

კომისიების გაფართოებული სხდომის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ევროპული ტაქსები, რაც ცუდი არ არის, თუმცა, არ უნდა მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია, ევროპული სამსახური და ევროპული ინფრასტრუქტურა.

„პირდაპირ ტაქსებიდან დაიწყეს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ამ გაუბედურებული ადამიანების ჯიბეში ჩაყონ ხელი. ამით დამატებითი თანხების მობილიზებას მოახდენენ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ძალიან ბევრი ნიშანია აღნიშნულ წესში, რომ მოხდეს ამ სფეროს მონოპოლიზება და შემდეგ კონკრეტული მაღალჩინოსნები მოითბობენ ხელს“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა, 100 ლარი ჩვეულებრივ მანქანებზე, 50 ლარი - ჰიბრიდებზე, ხოლო ელექტრომობილებისთვის წლიური გადასახადი უფასოა. რამდენი იქნება მოსაკრებელი ერთი წლის შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ამჟამად შემუშავებული წესი ერთი წლის შემდეგ გადაიხედება. ნადირაძის თქმით, ტაქსის მძღოლებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, ექნებათ მინაზე გამოკრული საკუთარი ფოტოსურათი, ასევე ავტომობილზე დასადგმელი ტაქსის ნიშანი. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო