სასტუმროდან ტურისტებს როიალიც კი აქვთ მოპარული - ყველაზე უცნაური ქურდობების ჩამონათვალი

სასტუმროდან ტურისტებს როიალიც კი აქვთ მოპარული - ყველაზე უცნაური ქურდობების ჩამონათვალი

მსოფლიოში ადამიანების ნაწილი სისტემას All Inclusive-ს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს და ფიქრობს, რომ მას იმ სასტუმროდან რაღაც ნივთის, ხშირად ძვირადღირებულის წამოღების უფლებაც აქვს. ამიტომაც სასტუმროებიდან გამოაქვთ შამპუნები, ოთახის ჩუსტები და როიალიც კი. ყველაზე სასაცილო და უცნაური ქურდობების ჩამონათვალში პირველი ადგილი უკავია ამერიკულ სასტუმრო Starwood Hotel Group-ის ლობიდან როიალის ქურდობას. მძარცველები არ დაუკავებიათ.

ვიღაც სასტუმროდან ერთჯერად შამპუნებს იპარავს, მაგრამ ერთ-ერთმა სტუმარმა დიდი ბრიტანეთის სასტუმრო Franklin Hotel-დან ნომრის აღმნიშვნელი აბრა მოიპარა. დანაკარგი მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როდესაც სხვა სტუმარი თავის ნომერს უშედეგოდ ეძებდა.

კიდევ ერთი უცნაური ქურდობა იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. წყვილმა ჩინეთიდან გადაწყვიტა, რომ სასტუმროდან უნიტაზის თავსახური წაეღოთ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეს ფაქტი აღმოაჩინეს, თუმცა თავდაპირველად სტუმრები ამტკიცებდნენ, რომ თავსახური ნომერში მცხოვრებმა წინა სტუმარმა წაიღო. მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს მათ ჩაიდინეს და უნიტაზის თავსახური სუვენირად სჭირდებოდათ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს