ერდოღაის გაფრთხილება აშშ-ს და პასუხი ტრამპის მუქარას

ერდოღაის გაფრთხილება აშშ-ს და პასუხი ტრამპის მუქარას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გულწრფელი მეგობარი დაკარგოს, თუკი ვაშინგტონი ანკარასადმი დამოკიდებულებას არ შეცვლის. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ მიბმული აშშ-თან, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ თუკი არ შეიცვლის საკუთარ დამოკიდებულებას, თურქეთის სახით ძლიერ და გულწრფელ მეგობარს დაკარგავს“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც გამოეხმაურა ვაშინგტონის განცხადებას ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის სასამართლო საქმესთან დაკაშირებით.

ერდოღანის განცხადებით, ანკარას ბრანსონის საქმესთან დაკავშირებით არასოდეს უვაჭრია. მისივე თქმით, თურქეთი უკან არ დაიხევს სანქციების დაწესების მუქარის გამო.

ერდორანმა ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა.

თურქეთში მცხოვრები ენდრიუ ბრანსონი 2017 წელს „თურქეთის მუშათა პარტიასთან“ და „ფეტო“-სთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. მას 25 ივლისს შინაპატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა 35 წლიან სასჯელს ითხოვს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ თუკი პასტორს არ გაათავისუფლებენ, თურქეთს სანქციები ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე