უბედური შემთხვევა მთათუშეთში - სოფელ გოგლურთაში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა მთათუშეთში - სოფელ გოგლურთაში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 29 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს. ამ დროისთვის დ.ბ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო