გაფრთხილება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ კლიენტებს

გაფრთხილება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ კლიენტებს

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ საქართველოს ბაზარს ტოვებს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის განკარგულებით, ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, რაც ამავდროულად „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის“ შესახებ კანონის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომას გულისხმობს.

შესაბამისად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას იწყებს. ასანაზღაურებელი თანხების გაცემა დღეიდან იწყება და ბანკის კლიენტები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ. თანხის მისაღებად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა აუცილებელი.

„საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით, დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები – ხელმისაწვდომი პოზიტიური ნაშთი. ის დეპოზიტები, რომელზეც წვდომა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, დაყადაღებული ან სესხის უზრუნველყოფისთვის დაბლოკილი თანხები), არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დაუზღვეველი დეპოზიტების სრული ჩამონათვალი განსაზღვრულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 18). განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ