"ტყუილად მქონდა იმედი, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა"

"ტყუილად მქონდა იმედი, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა"

"ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ 300-მდე კომპანიიდან, ვინც ზუსტად ამ სქემით ჩაერთო “აწარმოე საქართველოში”

"დამიძახეთ და მოვალ ეთერში და სიმართლეს ვილაპარაკებ, დამიძახეთ და მოვალ, ისე ნუ მიედ-მოედებით, ძალიან გთხოვთ რა“ - ასე მიმართავდა 21 ივლისს „კოლორპაკის“ დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს, როდესაც ანონსიდან შეიტყო, რომ მისი კომპანიის შესახებ “კურიერში” დამახინჯებულ ინფორმაციაზე აგებული სიუჟეტი მზადდებოდა.

„ფეისბუქში“ ეს ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა „კურიერის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და გიორგი ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-იდან “დათაგა” ყველა - ნიკა გვარამიათი დაწყებული და ჟურნალისტებით დამთავრებული. თუმცა, 21 ივლისის გადაცემაში ზემოხსენებული სიუჟეტი ისე გავიდა, რომ „კოლორპაკის“ დირექტორს არავინ დაკავშირებია.

დღეს 30 ივლისია და ჩვენ დავინტერესდით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, შეეხმიანა თუ არა "რუსთავი 2“ გიორგი ჟორჟოლიანს, თუნდაც ფორმალურად, რომ მას გვიან, მაგრამ მაინც დაეფიქსირებინა მისი პოზიცია.

„მცირე იმედი მქონდა, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა, თუმცა... არავინ დამკავშირებია და როგორც ჩანს, ეს მცირე იმედიც ტყუილად მქონდა“, - გვითხრა ჟორჟოლიანმა 30 ივლისს.

„რუსთავი 2“-მა „კოლორპაკის“ შესახებ პირველი ტყუილები 17 ივლისს გაავრცელა - კერძოდ, ტელევიზიამ უცნობი „ჟურნალისტური“ ორგანიზაციის ჩაწოდებით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პროგრამა „აწარმოე საქართველო“ ბიუჯეტიდან ბანკის კრედიტის პროცენტებს უხდის „კოლორპაკს“ და ეს ხდება იმიტომ, რომ „პალიტრამედიაში“ შემავალი ორგანიზაციის „კოლორპაკის“ დამფუძნებელი ქუმსიშვილის ნათესავია. ამის გარდა, სიუჟეტში კიდევ არაერთი ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა “კოლორპაკის” და მისი დამფუძნებლების შესახებ. 17 ივლისის ამ სიუჟეტის ავტორებს მეორე მხარესთან დაკავშირება არც კი უცდიათ...

სიმართლე კი ძალიან მარტივია - პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დებულების მიხედვით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია მათივე საიტზე, ნებისმიერი კომპანია, დიდი თუ მცირე, დამწყები თუ მოქმედი, ჯერ მიდის ბანკში. თუ ბანკი კომპანიას სესხს უმტკიცებს და ბიზნესგეგმა ჯდება „აწარმოე საქართველოს“ წინასწარ გაცხადებულ პრიორიტეტებში, ავტომატურად (და ამ შემთხვევაში “აწარმოე საქართველოს” უფლება არ აქვს კომპანიას უარი უთხრას პროგრამაში ჩართვაზე) კომპანია ხდება პროგრამის მონაწილე.

„აწარმოე საქართველოში“ (ანუ ბიუჯეტი) ყველა ამ კომპანიას ორი წლის განმავლობაში უხდის ბანკის პროცენტს (ძირ თანხას ეს არ ეხება) და ორი წლის შემდეგ, თავად კომპანია იხდის პროცენტსაც და სესხის ძირსაც ფარავს. სანაცვლოდ კი, სახელმწიფო იღებს დამატებით სამუშაო ადგილებს ეკონომიკაში და სესხის პროცენტში გადახდილ თანხაზე ბევრჯერ მეტს იბრუნებს გადასახადების სახით.

„კოლორპაკი“ ერთ-ერთია იმ დაახლოებით 300 კომპანიიდან, რომელიც ზუსტად ზემოხსენებული სქემით ჩაერთო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში.

ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-ის გასაგონად თავის ვიდეომიმართვაში გიორგი ჟორჟოლიანმა თქვა 21 ივლისს, როდესაც ამ ტელეკომპანიამ ტყუილებზე აგებული თემის გაგრძელება გადაწყვიტა „შაბათის კურიერში“. თუმცა არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

თუმცა, ტყუილი რომ თავად ტყუილის ავტორს უთხრის ძირს და იმიჯს, ეს ყოველგვარი ვიდეომიმართვების გარეშეც უნდა იცოდნენ "რუსთავი ორელებმა".

ის კი, თუ რა არის ამ შავი პიარის რეალური მიზეზი და ვინ არის (არიან) დაინტერესებული მხარე (მხარეები) აუცილებლად გამოაშკარავდება...

იხილეთ ვიდეო: "მალაპარაკეთ და მე გეტყვით ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით" - "კოლორპაკის" დირექტორი მიმართვას ავრცელებს

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული

კომპანია, რომელმაც იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა - იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული და რაში ადანაშაულებს არჩილ თალაკვაძის ძმას