სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია

აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება პროკურატურის მხრიდან ან არაკვალიფიციური ან შეგნებულად არასწორი მიდგომა,- ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურას არ დაუკითხავს ყველა პირი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო, ადვოკატი „ჭორს“ უწოდებს.

"რა არის პროკურატურის ქცევის საფუძველი ჩვენთვის უცნობია. ეს საქმე ისეთი ვერსიით წასაყვანი არ არის, რასაც ბრალდების მხარე გვთავაზობს. კობაურს ბრალი ედება სმიტების ოჯახის დახოცვაში, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ცალსახაა, რომ სულ სხვა მიმართულება აქვს აღნიშნულ საქმეს. რატომ არ არიან გამოკითხულნი სხვა მწყემსები, რომლებიც კობაურის საქმეში ფიგურირებენ? რატომ არ არის გამოკვლეული ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე? რატომ მიაცემინეს კობაურს იძულების წესით ასეთი ჩვენება? რატომ სხვა ვერსიაზე არ მუშაობს ბრალდების მხარე? ფაქტია, რომ პროკურატურა არ ცდილობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ყოველმხრივ და ობიექტურად აწარმოოს. თუ აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორდა, აშკარა იქნება, რომ ბრალდების მხარე ამ საქმის შეთითხვნას და კობაურისთვის დაბრალებას ცდილობს. დაცვის მხარე ამას არ დაუშვებს.

ასევე, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI არის საქმეში ჩართული. ესეც რა თქმა უნდა, ჭორია და ამას არც ბრალდების მხარე არ ადასტურებს,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ლორა სმიტის ორგანიზმში მალხაზ კობაურის დნმ პროფილი აღმოაჩინა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს