20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი - ექსპერტიზით დასტურდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე სისხლის კვალი აღმოჩნდა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი - ექსპერტიზით დასტურდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე სისხლის კვალი აღმოჩნდა

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, აღმოჩნდა სისხლის კვალი, - ამის შესახებ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკითხულმა ექსპერტებმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს.

„ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, აღმოჩნდა სისხლის კვალი. ასევე სისხლის კვალი აღმოჩნდა ბრალდებულის ავტომობილშიც.

ტანსაცმელზე, რომელიც ბრალდებულის სახლიდან ამოიღეს, იქაც აღმოჩნდა სისხლის კვალი", - განაცხადა პროკურორმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2 აგვისტო, 13:00 საათზე გაიმართება.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ლადო გრიგალაშვილს ბრალი 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს