მეცნიერებმა მარსზე არსებული სიცოცხლის კვალს მეტეორიტის ნამსხვრევებზე მიაგნეს

მეცნიერებმა მარსზე არსებული სიცოცხლის კვალს მეტეორიტის ნამსხვრევებზე მიაგნეს

სამი მილიარდი წლის წინ მარსზე სიცოცხლე ყოფილა. ეს დასკვნა NASA-ს მკვლევარებს ეკუთვნით, რომლებმაც წითელი პლანეტიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი გამოიკვლიეს.

მეტეორიტის ნამსხვრევები 1984 წელს ანტარქტიდაში აღმოაჩინეს და მას ALH84001 დაარქვეს. მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ მისგან საგულისხმო ინფორმაციის მიღებას, თუმცა მხოლოდ ახლა, უახლესი ტექნოლოგიების წყალობით მოხერხდა ახალი არგუმენტების დადება, რომლებიც მარსზე სიცოცხლის არსებობის თეორიას უფრო დამაჯერებლს ხდის.

მეცნიერთა თქმით, მაგნეტიტის კრისტალები, რომლებიც მეტეორიტზე აღმოჩნდა, მხოლოდ ბაქტერიების მოქმედების შედეგად წარმოიქმნება. ამ ვარაუდს NASA-ში ჯერ კიდევ 2003 წელს გამოთქვამდნენ, თუმცა ამას არ იზიარებდნენ ბიოლოგები, რომლების ამტკიცებდნენ, რომ მაგნეტიტის ფორმირებისთვის საჭირო ტემპერატურა რაიმე სახის ბიოლოგიურ პროცესს გამორიცხავდა.

უახლესმა კვლევებმა ცხადყო, რომ მაგნეტიტი სულაც არ არის მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნილი და გეოლოგთა თეორია, რომელიც გამორიცხავს მაგნეტიტების ბიოლოგიური წარმოშობას, სინამდვილეში მცდარია.

მომზადებულია utro.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს