ფოტოები ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ფოთიდან - "ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან..."

ფოტოები ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ფოთიდან - "ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან..."

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა. განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარება უცვლელია - სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს.

მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყლის გატარება ვერ უზრუნველყო.

ფოტო: ლაშა ზარგინავა

დატბორილი ფოთის ფოტოებს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს და წერს: "შვებულებაში რომ ვარ, კი იცით. იტალიაში მინდოდა წასვლა, ვენეციის ნახვა, არ გამოვიდა...ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან. აივანზე გამოსულს, ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. ბოლოს, ასეთი წყალდიდობა, ჩემს სოფელში ვნახე, რიონმა დამბა რომ გაარღვია..."

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო