ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა - მევლუთ ჩავუშოღლუს საპასუხო განცხადება

ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა - მევლუთ ჩავუშოღლუს საპასუხო განცხადება

აშშ-ს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„აშშ-ს მცდელობა სანქციები დაუწესოს ჩვენს ორ მინისტრს თურქეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ვერ შევძლებთ საერთო პრობლემების გადაჭრას თუ აშშ-ს ადმინისტრაცია არ გაიაზრებს, რომ ამგვარი მეთოდებით შეუძლებელია არაკანონიერი მოთხოვნების აღსრულების მიღწევა“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გუშინ აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან დაკავშირებით. პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში დაუწესა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გარეულნი არიან კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონს მოუწოდა უარი თქვას მასზე, ვინაიდან „ეს აგრესიული პოზიცია, რომელიც არავის ინტერესებს არ პასუხობს, არ დარჩება საპასუხო რეაგირების გარეშე“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე