რის გამო დაიწყო დაპირისპირება სამხედრო მოსამსახურეებს შორის - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

რის გამო დაიწყო დაპირისპირება სამხედრო მოსამსახურეებს შორის - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპისპირებაში გადაიზარდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი, ჩხუბის დროს დაშავდა.

მათივე ცნობით, ერთი სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ერთი - ინგოროყვას კლინიკაში, ერთი - "ამტელ ჰოსპიტალში", ორი დაშავებული კი უკვე სახლებში გაწერეს.სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, მომხდარზე დანარჩენი დეტალები დგინდება.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?