რა ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ჯ-ს მშობლებმა - პროკურორის კომენტარი

რა ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ჯ-ს მშობლებმა - პროკურორის კომენტარი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეზე მსჯავრდებულის მშობელმა სასამართლოს საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სხვა მოწმეების ჩვენებებთან თანხვედრაშია. როგორც პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დაკითხულმა პირმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რა ვითარებაში გადასცეს მას შვილი. პროკურორის შეფასებით, გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ მოწმემ ვინმეს მამხილებელი ჩვენება მისცა.

"მსჯავრდებულის დედას უფრო ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მამას ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობის ინფორმაცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით რაც მიაწოდა სასამართლოს. გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ ვინმეს მამხილებელი ჩვენება მისცა, თუმცა მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან დაასახელა გარკვეული გარემოებები, რომელსაც სხვა მოწმეებიც ასახელებენ და ამ მოწმეების ჩვენებებთან მოვიდა მისი ჩვენება თანხვედრაში", - განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

ამასთან პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლებმა განაცხადეს, რომ ვიდრე შვილი თავად არ წამოიყვანეს, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ სად და ვისთან ერთად გადაადგილდებოდა ის. ქობულაძის თქმით, მშობლებმა მოგვიანებით გაიგეს, რომ მათი შვილი კალანდიებთან იმყოფებოდა.რაც შეეხება კიდევ ერთი მოწმის ჩვენების გამოქვეყნებას, პროკურორის თქმით, მას აღნიშნული შუამდგომლობა არ დაუყენებია.

"სასამართლოზე შევთანხმდით, რომ ვინაიდან ამოწურული არ არის პროცესის მიმდინარეობა და შესაძლოა ის პირი, ვინც დღეის მდგომარეობით საზღვარგარეთ იმყოფება, დაბრუნდეს საქართველოში, ამიტომ ამ ეტაპზე აღნიშნული შუამდგომლობა აღარ დავაყენეთ და თუ პროცესის დასრულებისას თუ არ იქნება საქართველოში დაბრუნებული, ამ შემთხვევაში დავაყენებთ შუამდგომლობას გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე", - განმარტა გიორგი ქობულაძემ.ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს