ტოპ-6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში

ტოპ-6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 384,336,287 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 413,023, 047 ლარი იყო.

ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 182,979,175 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 293,278,899 ლარი შეადგინა; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 37,974,122 ლარი.

მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელმაც მე-2 კვარტალში 114,318,235 ლარის ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 264,795,410 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკს არაფერი გადაუხდია. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო