მელანია ბაღში 700 დოლარიანი პერანგით "მუშაობს" - სოცქსელებში ტრამპს დასცინიან

მელანია ბაღში 700 დოლარიანი პერანგით "მუშაობს" - სოცქსელებში ტრამპს დასცინიან

მელანია ტრამპს სოციალურ ქსელებში ძველი ფოტოს გამო დასცინიან. სურათები, სადაც ჩანს, რომ აშშ-ს პირველი ლედი ბაღში მუშაობს, გასული წლის სექტემბერშია გადაღებული. რატომღაც, „ტვიტერზე“ ფოტოები რამდენიმე დღის წინ კვლავ გამოჩნდა და ათასობით ადამიანმა გააზიარა.

სურათები თითქოს სპონტანურად არის გადაღებული თეთრი სახლის ბაღში. ერთ-ერთ მათგანზე მელანია დაბლაა დახრილი, ხელში კი კალათი და სეკატორი უჭირავს.

ცხადია, სოციალურ ქსელებში სურათი დეტალურად შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ პირველ ლედის ბაღში მუშაობაზე წარმოდგენაც არ აქვს და ცდილობს, ფოტოზე მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ყველაზე მეტად სოცქსელების მომხმარებლები მელანიას სამოსმა გაამხიარულა - პირველ ლედის ბაღში „მუშაობისას“ „ბალმეინის“ 690 დოლარად ღირებული პერანგი აცვია, ფეხსაცმლის თეთრი ძირები კი იდეალურად სუფთა აქვს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე