ავტორი:

რუსი "ვაგნერები" აფრიკულ მაღაროებში და "ზღაპარი კრეტინებისთვის" - რას უკავშირდება აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა

რუსი "ვაგნერები" აფრიკულ მაღაროებში და "ზღაპარი კრეტინებისთვის" - რას უკავშირდება აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა

რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია აფრიკაში მოკლულ სამ ჟურნალისტზე საუბრისას კვლავ "ძარცვის" ვერსიას აპიარებს და სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერის" შესახებ სიტყვასაც არ ძრავენ.

არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სწორედ ამ სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობის გასაშუქებლად ჩაფრინდნენ...

რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის ინფორმაციას, თითქოს ჟურნალისტები "ისლამური დაჯგუფების" წევრებმა მოკლეს ძალიან აღიზიანებს რადიოსადგურ Говорит Москва -ს რედაქტორს სერგეი დორენკოს, რომელიც ამ და ძარცვის ვერსიას "კრეტინებისთვის დაწერილ ზღაპარს" უწოდებს.

"ვაგნერის" აფრიკაში საქმიანობის შესახებ დუმს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ ჟურნალისტების მივლინების საფუძველი კერძო სამხედრო კომპანიებზე დოკუმენტური ფილმის გადაღება იყო. ამასთან, ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტები იღებდნენ ფილმს "ვაგნერის" რიგებში მებრძოლ დაქირავებულ რუსებზე, "უაზრობად" მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც...

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული ჟურნალისტის ორხან ჯემალის, ოპერატორის კირილ რადჩენკოსა და რეჟისორის ალექსანდრ რასტორგუევის პროექტის მიზანი აფრიკაში მყოფი "ვაგნერების" საქმიანობის შესწავლა უნდა ყოფილიყო. ისინი ამ პროექტზე სააგენტო "გამოძიებათა სამმართველოს ცენტრთან" ერთად მუშაობდნენ. პროექტს ვლადიმირ პუტინის მთავარი მეტოქე და ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებდა.

ამავე ჟურნალისტების ავტორობით ცენტრმა არაერთი სკანდალური გამოძიება გააკეთა, მათ შორის იგივე "ვაგნერების" სირიაში საქმიანობა და იქ დაღუპულთა ჩუმად დამარხვის საქმე", რომელსაც რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სამხედრო ექსპერტთა კლუბ Conflict Intelligence Team-ის წევრთა ცნობით, მიმდინარე წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსი სამხედროები და სამოქალაქო ინსტრუქტორები აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში გაგზავნეს, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას მშვიდობის დამყარებასა და შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ბრძოლაში დახმარებოდნენ, თუმცა კომერციულ ორგანიზაცია "ვაგნერზე" მაშინ არაფერი თქმულა.

საქმე ის არის, რომ "სამხედრო პირებსა და სამოქალაქო ინსტრუქტორების" მიღმა სწორედ "ვაგნერები" იმალებოდნენ... ამასთან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასული "ვაგნერები" სრულიად სხვა საქმიანობით დაკავდნენ, ისინი შემჩნეული იყვნენ კაგა-ბანდოროს დასახლებულ პუნქტში, რომელიც მუსლიმური კოალიცია "სელეკას" კონტროლის ქვეშ არის. კაგა-ბანდოროდან არც ისე შორს, არსებობს ალმასის მაღარო, რომელიც "ვაგნერების" ინტერესის საგანი იყო, თუმცა - არა პირადი...

უფრო ადრე, მიმდინარე წლის თებერვალში, ალმასის მაღაროების მიმართ რუსეთის დაუცხრომელ ინტერესზე წერდა ფრანგი პოლიტოლოგი ფრანსუა დიდე. მისი ცნობით რუსებმა ადგილობრივ ანტისამთავრობო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რომლებიც სწორედ ალმასის მაღაროების საქმიანობას აკონტროლებდნენ, გარკვეული პირობებით, ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმებებსაც მიაღწიეს...

შემდეგ, მათ შორის "აზრთა შეუთავსებლობა" მოხდა და რუსებს პოზიციების დათმობა მოუხდათ, რასაც არსებული ცნობით, ვერ ეგუებოდნენ... როგორც ჩანს, ბოლო თვეებში ახალი მიდგომების შემუშავება გადაწყვიტეს.

რა რაოდენობით "ვაგნერი" იმყოფება ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და კიდევ რა კონკრეტული დავალებები აქვთ მათ, ეს კიდევ გაურკვეველი რჩება და ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ალბათ კიდევ შეეწირება სხვა ჟურნალისტების სიცოცხლე, რადგან რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ხელოსუფლება ამას საგულდაგულოდ მალავს...

"ის, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები ძარცვის მოტივით მოკლეს, არის ზღაპარი კრეტინებისთვის" - წერს Говорит Москва -ს მთავარი რედაქტორი სერგეი დორენკო, რომელიც აფრიკაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

ის დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტების მძღოლი გადარჩა და ის მკვლელობის შემკვეთებზე ისაუბრებს. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, აფრიკაში ვიდეოკამერისთვის მოკლან უცხოელი, რომელიც ადგილობრივისთვის პირდაპირი მნიშვნელობით "განძია", რადგან უცხოელებით ვაჭრობა მათ ყველაზე კარგად გამოსდით.

"3 უცხოელი ჟურნალისტი - 3 მილიონი დოლარია და ვინმე მართლა ფიქრობს, რომ აფრიკელები მათ კამერების გამო დახოცადნენ?.."- კითხვას სვამს დორენკო.

რაც შეეხება იმ ვერსიას, თითქოს, მათი მკვლელები არაბულ ენაზე ყვიროდნენ, დორენკო ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიების "არგუმენტეზე" კამათი დროის კარგვაა...

მთავარი ფოტო: აფრიკაში მყოფი რუსი "ვაგნერები"

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე