The Guardian - რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში ქალი 10 წელი მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა

The Guardian - რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში ქალი 10 წელი მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა

რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ს კონტრდაზვერვის სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ჯაშუში ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ს საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია ფართომასშტაბიანი გამოძიება.

The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ს საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯაშუშს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა „საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული“.

თავის მხრივ, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ჯაშუშს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე. „აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადეს აშშ-ს საიდუმლო სამსახურში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე