მგლოვიარე მამამ კუბოში ბავშვის ნაცვლად პლასტმასის თოჯინა იპოვა

მგლოვიარე მამამ კუბოში ბავშვის ნაცვლად პლასტმასის თოჯინა იპოვა

ჰონდურასში მცხოვრებმა მელვინ მენდოზამ აღმოაჩინა, რომ ახალშობილი შვილი, რომლის გარდაცვალებასაც გლოვობდა, რეალურად არასოდეს დაბადებულა.

ამ უჩვეულო ამბის შესახებ Mirror წერს.

მელვინის მეგობარი გოგო, როზა კასტელანო 9 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ორსულად იყო და ტყუპებს ელოდებოდა. მან მთელი ოჯახი დაარწმუნა, რომ ფეხმძიმედ იყო, შემდეგ კი მშობიარობა გაითამაშა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ასეთი გზით როზა ცდილობდა, საყვარელი კაცი შეენარჩუნებინა.

ნახეთ ვიდეო - უჩვეულო ამბავი ჰონდურასში: მგლოვიარე მამამ კუბოში შვილის ნაცვლად, პლასტმასის თოჯინა იპოვა

გასულ პარასკევს მან სოფელი დატოვა და ავტობუსით ჰონდურასის დედაქალაქში ტეგუსიგალპაში გაემგზავრა „სამშობიაროდ“. ღამე კი მან მელვინს დაურეკა, რომელიც სამხედრო სამსახურშია და განუცხადა, რომ ერთ-ერთი ტყუპისცალი მშობიარობისას გარდაიცვალა.

მგლოვიარე „მამა“ ოჯახის წევრებთან ერთად როზას სოფელში დაელოდა. როზა კი სახლში მეორე დღეს დაბრუნდა, „შვილის“ კუბოთი ხელში. მან ახლობლებს უთხრა, რომ სამშობიაროს თანამშრომლების გაფრთხილების მიხედვით, კუბოს გახსნა არ შეიძლებოდა. ოჯახში უამრავმა ახლობელმა მოიყარა თავი, ისინი „გარდაცვლილი ბავშვის“ მშობლებს ამხნევებდნენ.

თუმცა, დაკრძალვის შემდეგ, მელვინის მეგობრები როზას გულწრფელობაში დაეჭვდნენ. მათთვის ბავშვის გარდაცვალება არადამაჯერებელი აღმოჩნდა და მელვინთან ერთად გადაწყვიტეს, საფლავი გაეთხარათ. მათ ამოიღეს კუბო, სადაც ბავშვის სხეულის ნაცვლად პლასტმასის თოჯინა დახვდათ.

მწარედ მოტყუების მიუხედავად, მელვინი არ აპირებს, როზას უჩივლოს.

სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე