თელავში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა

თელავში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდამ ცივი იარაღით პაპა გულ-მკერდის არეში დაჭრა, ბებიას კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება ჩაუტარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. მას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო