ვინ არიან ესპანეთში დაკავებული "კანონიერი ქურდები"

ვინ არიან ესპანეთში დაკავებული "კანონიერი ქურდები"

ესპანეთში, ქალაქ მარბელიაში გუშინ დაკავებული „კანონიერი ქურდები“ ირაკლი ფიფია („იკა სუხუმსკი“) და ლაშა ბარათელი („ჭია“) არიან. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კიდევ ერთი დაკავებული სომხეთის მოქალაქე „კანონიერი ქურდი“ არტემ სარგსიანია („არტემ სარატოვსკი“).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გუშინ მარბელიაში ორი ქართველი - ლ.ბ. და ი.ფ. და ერთი სომეხი „კანონიერი ქურდი“ - ა.ს. დააკავა. სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. სავარაუდოდ, რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს