ვის აკისრებს 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას გამოკითხული რუსების უმრავლესობა

ვის აკისრებს 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას გამოკითხული რუსების უმრავლესობა

გამოკითხული რუსების უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოსა და ნატო-ს ხელმძღვანელობას აკისრებს. ამის შესახებ „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

რესპონდენტთა 34% მიიჩნევს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო 24%-ის აზრით, პასუხისმგებლობა აშშ-სა და ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებს უნდა დაეკისროს.

გამოკითხულთა 20% თვლის, რომ „ყველა მხარე თანაბრად არის დამნაშავე“. ამასთან, რუსეთს პასუხისმგებლობა გამოკითხულთა მხოლოდ 5%-მა, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ხელისუფლებებს კი - 3%-მა დააკისრა.

„მთელი მაშინდელი ანტიქართული პროპაგანდა იმაზე იყო აგებული, რომ რუსეთი უპირისპირდება არა საქართველოს, არამედ ნატო-ს და აშშ-ს, რომლებიც სააკაშვილის უკან დგანან“, - ასე ახსნა გამოკითხვის შედეგები „ლევადა-ცენტრის“ დირექტორმა ლევ გუდკოვმა.

ამასთან, რესპონდენტთა 59% მიიჩნევს, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა კონფლიქტის ესკალაცია არ მომხდარიყო“. მხოლოდ 4% თვლის, რომ მოსკოვმა „ქართულ-ოსური კონფლიქტი საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით გააჩაღა“.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი