მალხაზ კობაურის ახალი ვერსია - "ვბანაობდი, როდესაც 7 უცნობი მოვიდა... ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლეს რაიან სმიტს... სახლიდან ჩამომატანინეს ტყვიები"

მალხაზ კობაურის ახალი ვერსია - "ვბანაობდი, როდესაც 7 უცნობი მოვიდა... ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლეს რაიან სმიტს... სახლიდან ჩამომატანინეს ტყვიები"

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური მომხდარის შესახებ ახალ ვერსიაზე საუბრობს. თავდაპირველად დასახელებული 2 პირის ნაცვლად, მალხაზ კობაური ახლა 7 პირის შესახებ ალაპარაკდა, რომელიც, მისი მტკიცებით, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა, მისი თანდასწრებით მხოლოდ რაიან სმიტი და ბავშვი მოკლეს.

„ვბანაობდი, როდესაც უცნობი პირები მოვიდნენ და წყლიდან ამოსვლა მომთხოვესო. ჩემი თოფი აიღეს და მითხრეს, ხმა არ ამოიღოო. მიმიყვანეს ამერიკელების ოჯახთან, სადაც მცირე საუბარი შედგა მათ შორისო. მე თავი მქონდა დახრილი და ამ საუბარში ვერ ჩავერეოდიო. მერე დაიწყო ერთ-ერთ პირსა და რაიან სმიტს შორის ძიძგილაობა, როდესაც მეორე პირმა ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლა მასო. მერე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ტყვიები, რაზეც მალხაზს უთქვამს, რომ სახლში ჰქონდა. ჩამოატანინეს ტყვიები, რის შემდეგაც ბავშვიც მოკლეს ადგილზევე. შემდეგ კი ქალი წაიყვანეს სხვაგან. კობაური ამბობს, რომ მისი თანდასწრებით მეტი არაფერი მომხდარა. მას ტელეფონი დაუბრუნეს და გამოუშვეს“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატი ბრალდებულზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერთ-ერთ პირს თავად მალხაზ კობაურის მოკვლაც სურდა, თუმცა „მეორე პირმა ამაში გადაარწმუნა“.

ამასთან, ბრალდებული, ლორა სმიტის მკვლელობის დროისა და სატელეფონო ანძებით, იმ მომენტში მისი ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვს. როგორც ადვოკატი ლექსო კობაიძე აცხადებს, ამით დადგინდება, რომ ლორა სმიტის მკვლელობის მომენტში ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. კობაიძის ინფორმაციით, კობაურმა ნახა კიდევაც, რომ ლორა სმიტი ცოცხალი იყო.

„გამოძიება ამტკიცებს, რომ ქალიც მისი მოკლულია. თავად ითხოვს დადგენას, როდისაა მოკლული ქალი და ამის შემდეგ დაადგინონ სატელეფონო ანძებით მისი ადგილმდებარეობა. ამით დადგინდება, რომ როდესაც ნამდვილმა მკვლელებმა მას ტელეფონი დაუბრუნეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თვითონ ამბობს, რომ როდესაც ის ტერიტორიიდან წამოვიდა, ქალი ცოცხალი იყო, დავინახე, რომ სახე სისხლიანი ჰქონდაო“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კობაური ამ დრომდე ფსიქიკურ-ფსიგოლოგიურ ექსპერტიზაზე რჩება. კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებულს გამოკვლევები სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნით უტარდება. ადვოკატი რაიმე ფსიქიკური ნაკლის დადგენას გამორიცხავს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს