"სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის აღარაფერი გამეგება" - რას საქმიანობს ქართველი ბიზნესმენი, რომლის შვილიც გარდაცვლილი იპოვეს

"სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის აღარაფერი გამეგება" - რას საქმიანობს ქართველი ბიზნესმენი, რომლის შვილიც გარდაცვლილი იპოვეს

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. მისი ცხედარი ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიხეილ ხუბუტიას ქონებისა და საქმიანობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.

მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული. რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი. მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. „სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი აქ მყავს“, - „გამოტყდა“ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო