მთავრობამ კერძო სასწავლებლების დღგ-ით დაბეგვრა გადაიფიქრა

მთავრობამ კერძო სასწავლებლების დღგ-ით დაბეგვრა გადაიფიქრა

მთავრობამ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სკოლების დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაბეგვრა გადაიფიქრა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის სურვილი იყო, გარკვეულ სექტორში გადასახადების გაზრდით ბალანსირება მოეხდინა იმ სექტორებთან მიმართებაში, რომელთაც დაფინანსება სჭირდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა დასძინა, გამოიკვეთა, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების დაბეგვრით გაუარესდებოდა სწავლის ხარისხი და მოსახლეობის მდგომარეობა.

ამასთან, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, მიმდინარე კვირაში კვლავ გაგრძელდება დისკუსია, როგორც უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრის, ისე ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილ გადასახადებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება აქამდე არსებულ არგუმენტებს, მთავრობის არგუმენტით კერძო სასწავლებლებს ისეთი შემოსავალი აქვთ, რომ მათთვის დღგ-ით დაბეგვრა "თითქმის არაფერს ნიშნავს".

თუმცა, ამის შემდეგ გამოიკვეთა, რომ უმაღლესი სასწავლებლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ სწავლის საფასურის 7-8%-ით გაზრდას გეგმავდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ