ქარელის სამშობიაროში მშობიარე ქალი ახალშობილთან ერთად დაიღუპა - საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

ქარელის სამშობიაროში მშობიარე ქალი ახალშობილთან ერთად დაიღუპა - საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

ქარელის სამშობიაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც მშობიარე ქალი ახალშობილთან ერთად დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი საკითხის შესწავლას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, სააგენტომ სასამართლოს მიმართა იმისთვის, რომ კლინიკაში აღნიშნული შემთხვევის შესამოწმებლად ნებართვა მიიღოს.

„ჩვენთან შემოდის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება. ამ შეტყობინების საფუძველზე მივმართეთ სასამართლოს. შესვლისა და შესწავლის თაობაზე როგორც კი სასამართლთლოსგან ნებართვას მივიღებთ, შევალთ დაწესებულებაში და დავიწყებთ საკითხის შესწავლას“, - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

ნინო ხუციშვილის ინფორმაციით, ქარელის სამშობიაროში დედა და ახალშობილი გუშინ გარდაიცვალნენ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო