რატომ გაჩერდნენ 2008 წელს რუსული ტანკები თბილისთან ახლოს და რა მიზანი ჰქონდა რუსეთს - მედვედევმა აგვისტოს ომზე "კომერსანტთან" ისაუბრა

რატომ გაჩერდნენ 2008 წელს რუსული ტანკები თბილისთან ახლოს და რა მიზანი ჰქონდა რუსეთს - მედვედევმა აგვისტოს ომზე "კომერსანტთან" ისაუბრა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთს საქართველოს განადგურება და მიხეილ სააკაშვილის დასჯა არ ჰქონდა მიზნად დასახული. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ გაჩერდნენ რუსული ტანკები თბილისიდან ათობით კილომეტრში, მედვედევმა უპასუხა, რომ „მიზანი იყო ქართული შეიარაღებული ძალების ცხინვალიდან განდევნა, წესრიგის დამყარება და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“.

„ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე თავშეკავებულობა გამომეჩინა და შემდგომი ქმედებების ფორსირება არ მომეხდინა. მიზანი არ იყო საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის დასჯა“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

დიმიტრი მედვედევის თქმით, აღნიშნულმა მიდგომამ „არა მხოლოდ საქართველოში, ოსეთში და აფხაზეთში დააწყნარა სიტუაცია, არამედ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მშვიდი ურთიერთობების საშუალება მისცა რუსეთს“. „გაკეთდა დასკვნა, რომ აგრესია საქართველომ დაიწყო. ამას ისტორიიდან ვერ ამოშლი“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი