"ახლო მომავალში ჩვენ წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება"

"ახლო მომავალში ჩვენ წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება"

წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გირჩის“ მიერ შექმნილ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებენ.

„თქვენ იცით, რომ შექმნილია კომისია. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია. თავდაცვის სამინისტრომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად უკეთესი პირობები მიგვეცა წვევამდელებისთვის, რაც ცალკეულ კონკრეტულ ინიციატივებში გამოიხატა. თუმცა, გლობალურად, წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და აქედან გამომდინარე, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში. ამ მიზნით პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა კომისია და ახლო მომავალში, ჩვენ ამ კომისიის მუშაობის შედეგად უკვე წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა