"ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც. ბავშვს ორივე სცემდა" - ბათუმში მოკლული ბავშვის ძიძა

"ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც. ბავშვს ორივე სცემდა" - ბათუმში მოკლული ბავშვის ძიძა

ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი, ვითხოვთ მეორე ქალბატონის დასჯასაც, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ძიძამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თამარ ახალაძემ განმარტა, მკვლელობის დროს ეჭვმიტანილთან ერთად კიდევ ერთი ქალბატონიც იმყოფებოდა.

„ჩემი რძალი ორი თვიდან ზრდიდა ბავშვს, ამ გოგოს ხშირად მიჰყავდა. დედამ დაგვირეკა, სასეირნოდ მიდიან და ბავშვი მიუყვანეთო. სამ დღეში უნდა დაებრუნებიათ. აღარ მოგვიყვანეს. ვკითხულობდით სულ, ბავშვს რატომ არ აბრუნებდნენ. დედამ იცოდა და გვეუბნებოდა, მე თვითონ მოვიყვან, რომ დავრუნდები საქართველოშიო. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც, ვინც წაიყვანა, იქ ცხოვრობდა ესეც. ბავშვს ორივე სცემდა", - განაცხადა თამარა ახალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვიმიტანილი უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე სარა მირბობოიება 4 წლის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა და მოკლა. მან ცხედარი სამართალდამცავებს ჩააბარა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს