თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ კურდღელაურში ცოტა ხნის წინ მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი "ბე-ემ-ვე"-სა და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად დაშავადა 8 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სამედიცინო ბრიგადები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, "ბე-ემ-ვე"-ს ნასვამი მძღოლი მართავდა და შეეჯახა მეორე მანქანას, რომელსაც 5 არასრულწლოვანი გადაჰყავდა. ბავშვები პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ორივე მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აქვს. გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყება.