ვინ არის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა

ვინ არის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა. როგორც აღმოჩნდა, ის ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტი გრემ ფილიპსი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც ადრე უკრაინაში ტელეარხ "Russia Today"-ის შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდა. უკრაინაში მუშაობის დროს ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ის ორჯერ დააკავა. 2016 წელს ფილიპსი რიგაში ლატვიურმა პოლიციამაც დააკავა.

საელჩოს შენობაში შეჭრილი ფილიპსი აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა. განცხადება ინციდენტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა:

იხილეთ ვიდეო

“2018 წლის 7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის - “Victima” მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით შემოიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას და ხმამაღლა სკანდირებდა ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში.

საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი. ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრო-რუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში. სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილი შეფასებისთვის ველოდებით გამოძიების დასრულებას" - აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე