ტერეზა მეის უხერხული პოზა პრინცი უილიამის წინაშე - პრემიერ-მინისტრს სოციალურ ქსელში დასცინიან

ტერეზა მეის უხერხული პოზა პრინცი უილიამის წინაშე - პრემიერ-მინისტრს სოციალურ ქსელში დასცინიან

ბრიტანელები სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის დასცინიან. მისმა უხერხულმა რევერანსმა პრინცი უილიამის წინაშე მედია და საზოგადოება აალაპარაკა.

როგორც ჩანს, პრემიერმა განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა გადაწყვიტა და დიდი ენთუზიაზმით მოიდრიკა მუხლი პრინცის წინაშე, არადა სამეფო ეტიკეტი სულაც არ ითვალისწინებს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისათვის "მუხლებში ჩავარდნას".

"ტვიტერის" მომხმარებლებმა მაშინვე აიტაცეს უხერხული ფოტოები და "გროტესკული რევერანსი" უწოდეს მეის პოზას.

როგორც ეტიკეტის ექსპერტები ამბობენ, სამეფო ოჯახის წევრებისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად, მისალმების დროს გამართული მხრებით, მოკლე და მკვეთრი თავის დაკვრა სრულიად საკმარისია. თუმცა, მეი ამას თითქმის არასდროს ითვალისწინებს - უხერხული რევერანსი პირველი შემთხვევა არ არის, სამეფო ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის განსაკუთრებულად ინდომებს მისალმებას, რისი ამსახველი ფოტოებიც Google-ში მრავლად მოიძებნება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე