"დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება... წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა"

"დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება... წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა"

უფლებადამცველ ლია მუხაშავრის შეფასებით, „სასამართლო დღეს „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება.

მუხაშავრია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში წლების წინ ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიუძღვის.

„ის იმდენად გათავხედდა, რომ არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას როგორც მურუსიძის, ისე ჩინჩალაძის მიმართ, არადა, სწორედ ეს ორი ადამიანი ითვლება სასამართლოში გაძლიერებული კლანის „მამებად“. ან რა უნდა გაგვიკვირდეს იმ იუსტიციის მინისტრისგან, რომელმაც ირაკლი შოთაძეს გაყალბებული საქმის სასამართლოში გაგზავნისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა?!

ფაქტია, არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სჭირდება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება კი ისეთი სტრუქტურაა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, მხოლოდ მედია და უფლებადამცველები მის გაჯანსაღებას ვერ მოვახერხებთ. სამწუხაროა, რომ წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა. რეალურად, დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება და ვინც არ უნდა მოვიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამ კლანს უკვე ვეღარ დაამარცხებს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დანაშაულებრივი მოქმედებები გახდეს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების ერთ-ერთი ფაქტორი.

იხილეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 13 აგვისტოს ნომერში

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს