"ცხედრებს შორის ჩემი შვილი დავინახე, ავიყვანე და ჩავეხუტე..." - იემენელმა ექიმმა შვილის გადარჩენა ვერ მოასწრო

"ცხედრებს შორის ჩემი შვილი დავინახე, ავიყვანე და ჩავეხუტე..." - იემენელმა ექიმმა შვილის გადარჩენა ვერ მოასწრო

იემენის ჩრდილოეთით მცხოვრები რამდენიმე ბიჭი გასულ კვირას, ხუთშაბათს საზაფხულო რელიგიური სკოლის დამთავრების საზეიმოდ აღნიშნვას გეგმავდა. ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა გადაიღო, ჩანს, როგორ მხიარულობენ ბავშვები ავტობუსში, მშობლები კი დამშვიდობებისას ხელს უქნევენ ბიჭებს.

CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, თანაკლასელებთან ერთად გარდაიცვალა - ბავშვები საუდის არაბეთის კოალიციის დარტყმამ იმსხვერპლა.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციამ - ჰუსტი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლა 2015 წლიდან დაიწყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბავშვები ამბოხებულების სასაფლაოზე თამაშობენ.

ნახეთ ვიდეო : როგორ მხიარულობენ ბავშვები ავტობუსში - რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, თანაკლასელებთან ერთად გარდაიცვალა

„ომის გამო პარკებისა და ბაღების უმეტესობა განადგურებულია. ყველაზე ლამაზი ადგილები ახლა მონასტრები და მეჩეთებია,“ - ამბობს ბიჭების 40 წლის მასწავლებელი იაჰია ჰუსეინი.

მისივე თქმით, ბიჭები დაგეგმილი მოგზაურობით აღტაცებულები იყვნენ.

ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ, ოსამა ზეიდ ალ ჰომრანმა გადაიღო, ასევე ჩანს, რომ ბიჭები მეჩეთში ყურანიდან ციტატებს კითხულობენ. შემდეგ კი გაკვეთილი სრულდება და ბავშვები სათამაშოდ ეზოში მდებარე სასაფლაოზე გარბიან.

კადრებში ისმის ზეიდის ხმა:

„გაჩერდით, მოდი, სურათი გადავიღოთ!“

ტრაგედია იმავე დღეს, მოგვიანებით მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლის ავტობუსში დაბრუნდნენ. ჰუსეინი ავტობუსისგან მოშორებით იდგა.

ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე, გარშემო მხოლოდ მტვერი და ბოლი იყო. ამ სცენის აღწერა შეუძლებელია, ვხედავდი სისხლს და სხეულის ნაწილებს. ისინი ბავშვები იყვნენ, რომლებიც იცინოდნენ, თამაშობდნენ, გამგზავრებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში უზომოდ ბედნიერები იყვნენ. ახლა კი მათგან მხოლოდ დანაწევრებული გვამები დარჩა. ერთ ადგილას გავშეშდი, ხმამაღლა ვყვიროდი - „ხალხო, ისინი მხოლოდ ბავშვები არიან!

51 ადამიანიდან, რომელიც საჰაერო თავდასხმის დროს გარდაიცვალა, 40 ბავშვი იყო. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 79 დაჭრილს შორის 56 ბავშვია.

ჰუსიტური მედია აფეთქებულ ავტობუსთან ბავშვების ცხედრების კადრებს ავრცელებს. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა, ჰუსეინ ჰუსეინ ტაიებმა ცხედრებს შორის საკუთარი გარდაცვლილი შვილი დაინახა. მოგვიანებით ექიმმა მედიასთან ტრაგედიაზე თავად ისაუბრა.

ვცდილობდით, რაც შეიძლება მალე გაგვეყვანა დაჭრილები ადგილიდან, რადგან ქაოსი იყო, ხალხი ცხედრებზე გადარბოდა, ყვიროდნენ... ერთ-ერთი ცხედარი გადმოვაბრუნე და აჰმედის სახე დავინახე. ხელში ავიყვანე და ჩავიხუტე. ის ჩემი შვილი იყო.

გაეროს მონაცემებით, იემენში ომის შედეგად 22 მილიონზე მეტ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება და დაცვა. ომის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 40 ათასზე მეტი დაიჭრა. საბრძოლო მოქმედებებმა 15 მილიონზე მეტი იემენელი სუფთა სასმელი წყლის გარეშე დატოვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე