შსს-ს განცხადებას ავრცელებს ამირან დევნოზაშვილის დაკავებაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი

შსს-ს განცხადებას ავრცელებს ამირან დევნოზაშვილის დაკავებაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სვანეთში დაკავებულ ამირან დევნოზაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დევნოზაშვილს წლების განმავლობაში რვა შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრების (მათ შორის არასრულწლოვანი შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, 1971 დაბადებული ა. დ. სასამართლოს განჩინებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 29 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება ა.დ.-ს მიერ ოჯახის წევრების (შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, სამართლდამცველების მიერ ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.

შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, 28 ივლისს, პროკურატურამ სასამართლოს ა. დ.-ს დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს განჩინებით, ა. დ. დაკავებულ იქნა შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ს 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მეტად სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებაც სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, სამინისტრო თავს იკავებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებისგან და ასევე, მოუწოდებს საზოგადობას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნონ ამ საკითხს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს