ავტორი:

300-მა მღვდელმა აშშ-ში ათასამდე ბავშვზე იძალადა - გაუპატიურებულების უმეტესობა ბიჭია

300-მა მღვდელმა აშშ-ში ათასამდე ბავშვზე იძალადა - გაუპატიურებულების უმეტესობა ბიჭია

ათწლეულების მანძილზე 300-ზე მეტმა მღვდელმა აშშ-ში, პენსილვანიაში 1000-ზე მეტ ბავშვზე იძალადა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია გამოძიების მასალებში, რომელმაც კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის ფაქტები შეისწავლა.

მასშტაბური გამოძიების დასკვნა, დაახლოებით, 900 გვერდს მოიცავს.

მასალაში, ბევრ სხვა მტკივნეულ ინციდენტთან ერთად მოთხრობილია მღვდლის შესახებაც, რომელმაც გოგონა დააორსულა და შემდეგ აბორტის გაკეთებაში დაეხმარა. ფაქტის შემდეგ მღვდელი არ გაუთავისუფლებიათ.

ასევე, ამხილეს საეკლესიო პირი, რომელმაც სულ მცირე 15 ბიჭი გააუპატიურა, მათ შორის ყველაზე პატარა 7 წლის იყო.

გამოძიების დასკვნაში აღნიშნულია, რომ თითქმის ყველა შემთხვევა იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, რომ მღვდლების დასჯა შეუძლებელია. თუმცა, დააკავეს ორი საეკლესიო პირი, რომელიც 2010 წლამდე რამდენიმე წლის მანძილზე აუპატიურებდა ორ ბავშვს.

გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიკითხა ათობით მღვდელი და მათმა უმეტესობამ ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრა.

მსხვერპლთა უმეტესობა ბიჭია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ დაზარალებულების რაოდენობა ბევრად მეტია.

იხილეთ ვიდეო: სკანდალი ამერიკის კათოლიკურ ეკლესიაში - ბავშვებზე ძალადობაში სასულიერო პირებს პენსილვანიის მთავარი პროკურორი ადანაშაულებს

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე