ავტორი:

ძაღლმა შუაღამისას მთელი ოჯახი გააღვიძა, რომ მეწყერისთვის გაესწროთ - ინდოეთში სტიქია მძვინვარებს

ძაღლმა შუაღამისას მთელი ოჯახი გააღვიძა, რომ მეწყერისთვის გაესწროთ - ინდოეთში სტიქია მძვინვარებს

ინდოეთის სამხრეთით მდებარე შტატ კერალაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 164 ადამიანი გარდაიცვალა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შტატი მუსონური წვიმების გამო ხშირად იტბორება, თუმცა წელს სტიქიის მასშტაბები რეკორდულია.

ინტენსიური წვიმა დღეს შეწყდა, თუმცა ნალექს უახლოეს დღეებში კვლავ ელოდებიან. ამინდის გამო სულ მცირე ერთი საირიგაციო კახშხალია დანგრეული, რასაც მეწყერი მოჰყვა. სხვა კაშხლები მძიმე მდგომარეობაშია და მათი დანგრევის საფრთხე მუდმივად არსებობს.

მოსახლეობა თავს სახლის სახურავებს აფარებს, მათ ევაკუაციას ხელისუფლება ვერტმფრენებით ახორციელებს. სამუშაოებში ჯარიც ჩაერთო.

ორშაბათს ინური მედია წერდა ოჯახზე, რომელიც მათივე ძაღლმა გადაარჩინა. ძაღლმა შუაღამისას დაიწყო ყეფა, პატრონები გააღვიძა და აიძულა, სახლი დაეტოვებინათ. რამდენიმე წუთის შემდეგ მათი საცხოვრებელი მეწყერმა დაანგრია.

„გარეთ გამოვედი, რომ მენახა, რა ხდებოდა, ამის შემდეგ სასწრაფოდ დავტოვეთ სახლი,“ - განაცხადა NDTV-სთან ძაღლის პატრონმა, მოჰანანმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე