ავტორი:

ხაშურში საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა (ვიდეო)

ხაშურში საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა (ვიდეო)

ქალაქ ხაშურში, საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც საავტომობილო გზაზე გადარბოდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის" გვერდზე "ხაშური ჩემი ქალაქია" გავრცელდა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების ცნობით, პირველადი მონაცემების თანახმად, ქვეითად მოსიარულე ქალმა საპატრულო პოლიციის მანქანას გზა მოულოდნელად გადაუჭრა, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა.

ქვეითს საავადმყოფოში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მან სამედიცინო დაწესებულება მალევე დატოვა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა.

ნახეთ ვიდეო: ხაშურში პატრულის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეო ვრცელდება

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო