ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი და "უცნობი" - რა ფოტოს ავრცელებს პრეზიდენტობის კანდიდატი

სალომე ზურაბიშვილი და "უცნობი" - რა ფოტოს ავრცელებს პრეზიდენტობის კანდიდატი

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან, იგივე უცნობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, კლუბში გამართულ "უცნობის" სოლო კონცერტს დაესწრო და ფოტო სწორედ კონცერტის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.

ზურაბიშვილმა ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა:

"ბათუმი - უცნობი: ერთად გადატანილი მრავალ ბრძოლის შემდეგ! წარმატებული კონცერტი!" - წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის შესახებ ოფიციალური განცხადება 6 აგვისტოს გააკეთა. ის არჩევნებში სწორედ ახლა ჩართვის გადაწყვეტილების მიზეზებს შორის ოჯახურ მდგომარეობას და იმ ფაქტორსაც ასახელებს, რომ მალე შესაძლოა, ბებია გახდეს და „მომავალში ამ ვალდებულებას ალბათ, ნაკლებად შეასრულებს“.

"იიიი ასტრაზენეკა არ გვინდა, ფაიზერი მხოლოდ... ეს გვინდაააა? 2 კვირა და ისევ იქ ვართ, საიდანაც გამოვძვერით" - სოციალურ ქსელში წვეულების ამსახველი კადრები ვრცელდება

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება