ხმაური გორის საავადმყოფოში - გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ

ხმაური გორის საავადმყოფოში - გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გორში, სამედიცინო ცენტრ "გორმედში". რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 60 წლის მამაკაცის გარდაცვალებას პაციენტის ახლობლების მხრიდან, საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ აგრესია მოჰყვა.

გარდაცვლილის ნათესავები რეანიმაციულ განყოფილებაში შეიჭრნენ. პაციენტის ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

60 წლის მამაკაცი "გორმედში" სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გათენებისას შეიყვანა. კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი ღონისძიებები უტარდებოდა.

"პაციენტის სიკვდილის მიზეზი იყო გულის ქრონიკული და მოციმციმე არითმიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილი გადასვენებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე" - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ჩაუტარდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს