ავტორი:

ვინ იყო 23 წლის ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა

ვინ იყო 23 წლის ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, 23 წლის გიორგი მჭედლიშვილია. როგორც ცნობილია, იგი სოფელში უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.

თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, თემურ თედოზაშვილია. ირკვევა, რომ ის მოკლულისგან 100-150 მეტრის მოშორებით იდგა, როდესაც გასროლა განახორციელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებული მკვლელობის ადგილზე გამთენიისას იმისთვის იმყოფებოდა, რათა ნაკვეთში ნადირი შეენიშნა.

"შემთხვევაში ბრალდებულ კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა - იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სოფელში. ეს კაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა", - ყვებიან ადგილობრივები.

მომხდარის შემდეგ თემურ თედოზაშვილმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს - 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. გ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.თ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო: "რა ვიცი, როგორ ვერ გაარჩია, როგორ ესროლა?!" - ადგილობრივები ქარელში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც 23 წლის ახალწვეული ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს